საწყისი გვერდი

ისტორია

გალავანი

ხალხი და მდებარეობა

ფოტო გალერეა

დაგვიკავშირდით

გაეცანით საქართველოს და ეწვიეთ მის სხვადასხვა კულტურულ და ისტორიულ ადგილებს ჩვენთან ერთად

 English - Georgian

www.signagi2007.narod.ru


 

  AddMe - Search Engine Optimization

 

 

 

მდებარეობა


სიღნაღი გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში მდებარე მცირე ქალაქი. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ კახეთის მარგალიტი.

ქალაქი თბილისიდან დაშორებულია 113 კილომეტრით, რაც დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა. სიღნაღისკენ მიმავალს შეუძლია ეწვიოს ბოდბის მონასტერს, სადაც მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს საფლავია და მისი საოცარმოქმედი წყარო.

ქართველები წმინდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავენ 27 იანვარსა და 1 ივნისს. ამ დღეებში ბოდბეში მოხვედრისას თქვენ აღმოჩნდებით დიდი დღესასწაულისა და ხალხმრავლობის მოწმე.

ქალაქი მდებარეობს მთაზე, რომელიც გარშემორტყმულია დიდი გალავანით. აღნიშნული გალავანი ოდითგან იცავდა ქალაქის მაცხოვრებლებს მტრებისაგან. ქალაქი გადაჰყურებს ალაზნის ველს, რომელიც კავკასიონის მთების ფონზე არის გადაშლილი. რათქმაუნდა ასეთი ხედი ღრმა და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

ზამთარში და შემოდგომაზე აქ ხშირად იცის ბურუსი. აგილობრივები მას ჯანღის უწოდებენ. სიღნაღის გავლით თქვენ მოხვდებით წნორში. სიღნაღის რაიონი სამხრეთიდან და აღმოსდავლეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანს, ხოლო ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის რაიონებს. სიღნაღში თქვენ შეგიძლიათ რკინიგზით მისვლა, ამისათვის თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ წნორის გაჩერებაზე და მანქანით ახვიდეთ სიღნაღში, რომელიც მხოლოდ 8 კილომეტრში მდებარეობს წნორიდან.

ხალხი

ადგილობრივები მისდევენ მევენახეობას და მეცხოველეობას. სიღნაღის ძველ ნაწილში კერძოდ კი ბებრების ბაღში რეკონსტრუქციის დროს აღმოჩნდა უძველესი მარანი, რაც სიღნაღელთა მეღვინეობით გატაცებაზე მიგვითითებს.

გარდა ამისა სიღნაღი განთქმული იყო ხალიჩებით. ქალაქის არქიტექტურა მიგვითითებს იმაზე რომ აღნიშნული დასახლება ოდითგან ძლიერ განვითარებული კულტურის კერა იყო.

 


საიტი შეიქმნა 2007 წლის ნოემბერში

Hosted by uCoz